სტივენ კინგი “მწვანე გზა”

სტანდარტული

book_519b51e33edad

ჩემი და სტივენის ამბავი იქიდან. დაიწყო რომ ბუა მოვიდა ჩემთან წყალმცენარეებით დაფარული სახით… ცოტა არ იყოს შემაშინა , მაგრამ , როგორც მოგეხსენებათ, შიში ცნობისმოყვარეობას ამძაფრებს და მეც აღარ მოვშორებივარ სტივს. მერე ცოცხლად გადარჩენილის ამბავი მომიყვა… თვალებგაფართოებული ვუსმენდი. თან მინდოდა შევშვებოდი, მაგრამ არ გამომდიოდა, უფრო და უფრო მიზიდავდა.

შემდეგ “მწვანე გზას” გადავაწყდი და ხანმოკლე პაუზის შემდეგ ისევ შევხვდი სტივს. დიდი ხანია წიგნზე არ მიტირია (უფრო სწორად, წიგნს არ ავუტირებივარ) ,  ალბათ, 4 წელი იქნება…. და სტივმა კვლავ ამატირა. გამაოგნებელი წიგნია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. საოცარი სიცოცხლე ეტყობა ნაწერს (თანამედროვე აზროვნებით 3D მოყოლის უნარი აქვს ჩემს სტივს). შენც ხედავ ბუას, შენც უკაცრიელ კუნძულზე იმყოფები და შენსავე ამპუტირებულ კიდურს უსინჯავ გემოს და შენც ჯდები “ბებერ ნაპერწკალაზე” , როგორც ელექტრო სკამს უწოდებენ. “მწვანე გზა” ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი წიგნიაო ვერ ვიტყვი.. ამ წიგნს და ზოგადად სტივენის შემოქმედებას, ერთი ჩასუნთქვით წასაკითხი უფრო შეეფერება. ჰო, ჰო, ერთი ღრმა ჩასუნთქვით. თვალებ გაფართოებული , შეშინებული, მოლოდინით აღსავსე და ადრენალინით გაჯერებული ვკითხულობდი სტივენის მოთხრობებსა და “მწვანე გზას”. ერთი ღრმად ჩავისუნთქე კითხვის დაწყების წინ და დამთავრებამდე ვერაფრით ამოვისუნთქე. ფილტვები შემეკუმშა, გულმა მეტი სისწრაფით იწყო ფეთქვა. “საიზოლაციო გარსი” შემოვირტყი და მოვწყდი დედამიწას. არა, დედამიწას არა, უფრო 2014 წელს და წავედი უკან 1932-ში პოლ ეჯკუმთან, ჯონ კოფთან და დელაკრუასთან. მეც ვუყურებდი მისტერ ჯინგლსის ტრიუკებს და მეც გამიარა ელექტროდენმა დელაკრუას სხეულთან  ერთად. ჯონ კოფმა კი საერთოდ გამაოგნა. რატომღაც მელვილის “მობი დიკის” პერსონაჟი გამახსენდა. თუ არ ვცდები ქვიქეგი ერქვა.  ჯონ კოფის თვალებმა და ცრემლებმა გულში რაღაც ჩამწყვიტა. ხოლო იმის შეტყობამ რომ ის უდანაშაულო იყო, საერთოდ გამანადგურა, ემოციები მომაზღვავა და ამავდროულად დამცალა მათგან. ჯონ კოფთან ერთად (ვისი გვარიც ყავასავით ჟღერს, მაგრამ სხვაბაირად იწერება) მეც გავიარე მწვანე გზა და განაჩენის სისრულეში მოყვანისას მეც ვტიროდი ჰარისთან და თვით ჯონისთან ერთად.

წიგნის კითხვისას გამახსენდა, რომ დაახლოებით 10-11წლის წინ ამავე სახელწოდების ფილმიც მქონდა ნანახი. სიმართლე გითხრათ დეტალურად კი არა, საერთოდ ვერ გავიხსენე ზუსტად ისე იყო გადაღებული თუ არა. მხოლოდ ის მახსოვდა რომ ნანახი მქონდა და მისტერ ჯინგლსის გაჭყლეტისას ვიტირე. თავიდან ვაპირებდი ფილმს ვუყურებ წიგნის დასრულების შემდეგ-თქო, მაგრამ ახლა სხვა აზრზე ვარ. როგორც უმეტესად ხდება ხოლმე, არ დაემთხვევა ჩემი წარმოდგენილი პოლი, ჯონი , დელაკრუა და მისტერ ჯინგლსიც კი მსახიობების გარეგნობას და იმედი გამიცრუვდება. ბევრად უკეთესი ვნახე ჩემს წარმოდგენაში, ვიდრე ეკრანზე ვნახავდი.

დასრულდა “მწვაე გზა” და გული დამწყდა ისე, როგორც ვიცი ხოლმე წიგნის დამთავრებისას. მე ხომ ვუყურებდი და ვუსმენდი პერსონაჟებს. მივეჩვიე, შევიყვარე… ახლა კი გაქრნენ, წავიდნენ….

სტივენიც დროებით დამემშვიდობა და წასვლის წინ მითხრა, თუ ჭკვიანად იქნები “უძილობასაც” მოგიყვებიო.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s