მე, ზოდიაქო და სტამბული

სტანდარტული

Image

არ მახსოვს უკვე გითხარით თუ არა, რომ სასწორი ვარ, 6 ოქტომბერს დაბადებული. ჩემს ზოდიაქოს ნიშანს 100 პროცენტით ამართლებს ჩემი ხასიათი. ხან იქით ვარ, ხან აქეთ. შეიძლება სრულიად მოულოდნელად მივიღო ისეთი გადაწყვეტილება , მეორე წუთში მეც რომ გამაოცებს. არჩევანის გაკეთება ყოველთვის მიჭირს. ამ ბოლო დროს კი. ერთი რამ “დავამუღამე” , გადავწყვეტ და მორჩა.  შეიძლება ეს გადაწყვეტილება საზიანოც იყოს, მაგრამ მიღებული იქნება და წყალი არ გაუვა. თუ არადა, მიწევს საათებისა და დღეების განმავლობაში ფიქრი, ასე მოვიქცე თუ ისე. შევჯერდები ერთ აზრზე, მაგრამ ბოლო წუთს შეიძლება ისიც გადავიფიქრო და ამდენი დაგეგმილი და ნაწვალები წყალში ჩამეყაროს. დროსა და ნერვებს ვგულისხმობ. ასე რომ, ვუფრთხილდები ერთსაც და მეორესაც და ვწყვეტ – ასე უნდა მოვიქცე!

ჩემი ცვალებადი ხასიათი დაკვირვებული თვალისთვისაც ადვილი აღმოსაჩენია ჩემს ხელნაწერში. საკმარისია თვალი გადაავლო და ნახავთ, თუნდაც ერთ სიტყვაში “რ” ასო ხან ასე წერია , ხან “h” ასე. ასევე “დ” , “ლ”, “შ” და ა.შ. ერთადერთი ასოა “ო” , რომელსაც შეგნებულად არ ვაძლევ მართი კუთხის ფორმას. ძალიან მაღიზიანებს მისი ასეთი ალტერნატივა. 

ჰოდა, რას ვამბობდი… მოკლედ, საქართველოს საზღვარი გადავკვეთე 3 ჯერ და წარმოიდგინეთ რამხელა დილემის წინაშე ვიდექი. სამჯერვე დაუგეგმავად მოხდა. ხან წინა დღეს გადავწყვიტე და ხან სამი დღით ადრე. ახლა თურქეთში ვარ. ორი დღის წინ მეც არ ვიცოდი რომ მოვდიოდი. ყველაფერი ერთ საათში გადაწყდა, ერთი საათი ყოყმანიც , დამიჯერეთ, საშინელებაა! უფრო მნიშვნელოვანი კი წინ იყო – ტანსაცმელი. რა წამეღო, რამდენი, რა სტილის… ძლივს ჩავალაგე ჩემოდანი, ელიზაბეტ ჯილბერტის “ჭამე, ილოცე, შეიყვარე” და წამოვედით. ჩალაგებული ჩემოდანი ისეთი არ აღმოჩნდა გახსნისას, როგორიც მახსოვდა დაკეტვისას. ჯინსი, ქუდი და კოსმეტიკის ჩანთა დამრჩა. ჯანდაბა! კიდევ კარგი ერთი შარვალი მაინც ჩავდე…

მგზავრობას არაუშავდა. პირველს ბევრად სჯობდა. ავტობუსში ჩართულმა გათბობამ მგზავრები ცოცხლად მოგვხარშა. მცივანა გამცილებელი შეგვხვდა. თურქმა მესაზღვრემ პირადობის მოწმობის სურათს ათი წუთი უყურა, ხან მე მომჩერებოდა, ხან სურათს. ბოლოს მაინც ჩაარტყა ბეჭედი. დამღალა ამ პირადობის ფოტომ, ქართველმა მესაზღვრემ ,ჩემი პირადობით ხელში. ისიც მკითხა სრულწლოვანი თუ ხარო. მოდი და ნუ გადაირევი!!! საზღვრის გადაკვეთა და იდიოტების აკიდება, არც ამ ჯერზე ამცდა. თურქი გამცილებელი აღარ მომეშვა, ცარიელი ადგილია ერთი ჩემს ავტობუსში და ამას გამოყევი, ესეც სტამბულში მიდისო. ჩვენი მძღოლი ქართულ ენას მშვენივრად ფლობდა, რუსულსაც და ამ ორივეს ერთად მშობლიურ ენაში ურევდა ლაპარაკისას. ზემოთხსენებული გამცილებელი ჩვენს მძღოლს მიუბრუნდა, ჩემს ავტობუსს გამოაყოლე შენი მგზავრიო. რომელიო, გაუკვირდა ამას. ეს გოგოო ჩემზე მიუთითა. ჩემი მგზავრია, რატომ უნდა გამოვაყოლო შენს ავტობუსსო. კიდევ ილაპარაკეს ყვირილით რაღაცები, მაგრამ , სამწუხაროდ, ენის არცოდნის გამო ვეღარ გავიგე. ბოლოს აბეზარი გამცილებელი მოიშორა და თქვა: “ბიჭოს, არ შემჭამა?!” სიცილი ამიტყდა, მასაც გაეცინა.

ჩამოვაღწიეთ ,როგორც იქნა, სტამბულში. ოთახში ვზივარ, ვეწევი და ვწერ. ბაკოს სძინავს. ცოტა ხნის წინ, მოლა აჭყიპინდა და მეზობლის ძაღლიც აჰყვა. არ დამინახავს, როგორი იყო, თუმცა ხმის ტემბრიდან გამომდინარე დიდი ძაღლი უნდა იყოს. გაჩერდებოდა მოლა და ისიც ჩერდებოდა, თუ არადა ერთად ყმუოდნენ. არ ვიცი, შეიძლება სასწაულის მომსწრე ვიყავი და ვუსმენდი მლოცველ ცუგას, მაგრამ , იმ მომენტში, საერთოდ არ მაინტერესებდა არც სასწაული და არც მოლა. სიმყუდროვეს მირღვევდნენ ერთიცა და მეორეც.

მოკლედ, პირველი დღე , ასე თუ ისე, ნორმალურია და არა მგონია კიდევ რამე განსაკუთრებული მოხდეს, აქ დაწერად რომ ღირდეს. ახლა თქვენი ნებართვით დაგემშვიდობებით, ჩემს საყვარელ თურქულ ჩაის გეახლებით და წიგნის კითხვას განვაგრძობ. დროებით!

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s