ყველაზე მშვენიერი ქალი

სტანდარტული

image

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს , მკითხველო, ჩემი მშვენიერი ქალბატონი არც ოდრი ჰეპბერნს ჰგავს და არც მერლინ მონროს, ის არც სოფი ლორენის მსგავსია და არც ანჯელინა ჯოლის წააგავს. ის ბევრად უფრო ლამაზია!
პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ მას ასაკი არ აქვს. იგი მრავალი წლისაა და ამავდროულად ახალგაზრდაც არის. ის მხიარული და ფრთხილია*, თუმცა ბევრჯერ დამარცხებულა, მაგრამ არასდროს ყოფილა ისე ძლიერი, როგორც მარცხის შემდეგ*.  მოხდენილი და ჩამოქნილი ტანი აქვს, ჯინსიც აცვია ხოლმე*… იცით, რა ლამაზად დადის? სწორედ მასზეა ნათქვამი, ნამდვილ ქალღმერთს სიარულზე იცნობო*. ის ჰაეროვანია, ნაზი, ამაღელვებელი, ბალერინაც იყო ერთ დროს. მოხდენილად და თავდავიწყებით ცეკვავდა*. 

ჩემი ქალბატონი ხშირად ატარებს ვარდისფერ ბაფთას ყელზე*. ძალიან უხდება… მაღალი, შველივით ლამაზი ყელი აქვს. ზოგისთვის არცთუ ისე მშვენიერია ცხოვრებაში, მაგრამ ტილოზე გადმოტანილი მისი ხატება ბევრს აოცებს და აჯადოებს*. მას ლურჯი თვალები აქვს*, დიდი და ღრმა. მხოლოდ მისი სილამაზით კი არ ოცდებიან,არამედ მის თვალებში ჩაღვრილი უჩვეულო, აქამდე უნახავი მარტოობა აოცებთ*.

პატარა და საყვარელი სახე აქვს*. მომაჯადოებელი ხმა და ნაზი ხელები*. “დაბურული” , ხშირი წამწამები და შავი, გრძელი ტალღოვანი თმა ამშვენებს*.  სამკაულები დიდად არ უყვარს, მხოლოდ მარგალიტის საყურეები უკეთია*.

ერთ-ერთი მისი ქმარი ამბობდა: “რომ არა ის, მე ან ნაადრევად გარდავიცვლებოდი, ან ჭკუიდან შევიშლებოდი”*. სიგიჟემდე უყვარდა ქმარს. იცით, ერთხელ ღვთისმშობლის სახითაც კი გამოსახა ტილოზე*.

ქალბატონს ნაზი გამოხედვა აქვს და მაცდური ღიმილი. ჯორჯიო ვაზარი მასზე წერდა: “თითქოსდა მოიწვიეს მუსიკოსები და მსახარები, რათა გაერთოთ დიდი ხნის პოზიორობისგან მოწყენილი ქალბატონი”*… მოწყენაზე გამახსენდა, ხანდახან ტირის ჩემი ქალბატონი, მაგრამ ისე არაფერი ამშვენებს მას,  როგორც ტირილი*.

მოდით, მის წარსულსაც გადავხედოთ.ბნელი წარსული აქვს , არ დაგიმალავთ. იყო მომენტი, როცა შვილის მოწამლა გადაწყვიტა და გამოუვიდა კიდეც*. რას ვიზამთ, ცხოვრება რთულია და კომპრომისზე წასვლა ხანდახან აუცილებელია.

ქალბატონს უყვარდა ქმარი, ძალიან უყვარდა, მაგრამ სხვა ამჯობინა და ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე*. თუმცა კვლავ გაცოცხლდა (ხომ გითხარით, ჩემი ქალბატონი ყველას სჯობს-მეთქი!) გაცოცხლდა და კიდევ შეუყვარდა. ისეთი პერიოდიც იყო მის ცხოვრებაში, როცა სრულიად მარტო იყო, უნდოდა ეს თუ არა… მას თავისი ცხოვრებით არასდროს უცხოვრია და არც იცხოვრებს, მუდმივად სხვაზეა დამოკიდებული, მაგრამ ის ყველაფრის მიუხედავად მშვენიერია. ბრწყინვლეა…. უკვდავია მარად და მარად!..

ჩემს მშვენიერ  ქალბატონს უამრავი სახე აქვს…არის ბოროტიც და კეთილიც…. სათნო და ხანდახან ანჩხლიც…. მას მისამართი არ აქვს… ზოგადი ადგილმდებარეობა კი ხშირად განსაზღვრულია… ის ერთადერთიცაა და უამრავიც.იცი, მკითხველო, ხანდახან რა ახლოსაა შენთან? შეიძლება იცნობ კიდეც მათ და ჩემმა ნაწერმა ცოტა ბურანში გაგხვია. მათ რატომ? ის ხომ მრავალია?! გადახედე, აბა, თითოეულ თვისებას დაწვრილებით, იქნებ მიამსგავსო ვიღაც-ვიღაცებს სათანადო ლიტერატურაში. ვფიქრობ, რომ შენც გაგიჭირდება ამათგან ერთის გამორჩევა,ხოლო სინთეზით კი სრულყოფილებას გაუღიმებ და ხელს ჩამოართმევ.

შესაბამისად, მეც მრავალი ქალი შემხვდა და გამესაუბრა.ზოგმა გული დამწყვიტა , ზოგმა გამახარა. ყველა თავისებურად კარგი იყო. მეც ავურიე ერთმანეთში მათი გარეგნობა და თვისებები, ეშმაკობა მოვაყარე გემოვნებით და ვადუღე დიდხანს! შედეგი მივიღე…. ესეც ყველაზე მშვენიერი ქალი მსოფლიო ლიტერატურაში და მხატვრობაში!

შენიშვნა:
ფიფქით აღნიშულია დამახასიათებელი ნიშნები, თვისებები და ციტატები ლიტერატურულ გმირებზე და ტილოებზე.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s