სტივენ კინგი “უძილობა”

სტანდარტული

Image

უძილობა – ინსომნია, აგრიპნია, ძილის მოშლა- ახასიათებს ღამის ძილის პერიოდის შემცირება, დაძინების გაძნელება, ზერელე წყვეტილი ძილი და ნაადრევი გაღვიძება. ხშირად დაერთვის მოუსვენრობა, მომეტებული აგზნებადობა და ა.შ. (ვიკიპედია).  ეს ყველაფერი გასაგებია, თუმცა ქალაქ დერიში მხოვრებ რამდენიმე უძილო ადამიანს ამ სიმპტომების გარდა ახასიათებს სამყაროს განსაკუთრებულ ფერებში ხედვა, რასაც აურებს უწოდებენ. უფრო რომ არ აგიბნიოთ თავგზა, გეტყვით, ეს სტივენ კინგის “უძილობაა”.

მოქმედება გამოგონილ ქალაქ დერიში ხდება. მთავარი გმირი რალფ რობერტსია. მისი მეუღლე კეროლაინი ტვინის სიმსივნისგან იღუპება. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ რალფს უძილობა ეწყება. სამყაროს ნელ-ნელა, პერიოდულად სხვა ფერებში ხედავს, რასაც აურას უწოდებს. ეს არის ჰაერის ბურთები, რომლებიც ადამიანის განწყობის შესაბამისად იცვლის ფერს. შავი აურა სიკვდილის მომასწავებელია, წითელი- ბრაზის და ა.შ. რალფს ჰგონია, რომ ამას ძილში ხედავს, ან ელანდება. ვერავის ეუბნება ამას, რადგან ფიქრობს რომ გიჟად ჩათვლიან. 

ერთხელ, უძილო ღამეს მეზობელი ქალის სახლის კარიდან გამოსულ ორ მელოტ ექიმს დაინახავს, რომლებსაც სახის ნაკვთები არ აქვთ. უცხოპლანეტელებს ჰგვანან. ერთ-ერთს ხელში დიდი, გრძელპირიანი მაკრატელი უჭირავს. რალფი პოლიციაში დარეკავს. აღმოჩნდება, რომ ქალი გულის შეტევით გარდაიცვალა და არა მკვლელობით. სახლის კარი კი შიგნიდან ურდულითაა დაკეტილი. რალფი მეგობარს, ბილს მოუყვება ამ ყველაფერს. ამავე დღეს რალფი ახალ ექიმ № 3-ს ხედავს.  ის ოდნავ განსხვავებულია № 1 და № 2 -სგან. ის უბნის ძაღლს, როზალის უპირებს მოკვლას. სეირნობისას რალფი პარკში მჯდომ მტირალ ლუიზს დაინახავს. საუბრისას აღმოჩნდება, რომ ქალსაც უძილობა აწუხებს და იგივე სიმპტომები აქვს. ხედავს აურებს და შემდგომში ექიმ № 3-ს.  რალფი ამშვიდებს და ეუბნება, რომ ამ ყველაფერს თვითონაც ხედავს; რომ ლუიზი არ გაგიჟებულა. ისინი ჰიპერრეალობას ხედავენ. ეს არის და ეს…

აღსანიშნავია, რომ ედ დიპნო , მათი ერთ-ერთი მეზობელი, რომელსაც ყველა გიჟად თვლიდა და რალფიც თავდაპირველად შეურაცხადად მიიჩნევდა, საუბრობს ფერებზე, უხილავ ექიმებზე, რომლებსაც ცენტურიონებს უწოდებს და სისხლიან მეფეზე. რალფს თავიდან არ ესმოდა რაზე ლაპარაკობდა ედი, თუმცა №1 და №2 ექიმების ნახვის შემდეგ ხვდება.

ამ ექიმებს კლოტო და ლახესისი ჰქვიათ. მაოცებს მათი “მზრუნველი” საქმე. ისინი “გადადებულ” ავადმყოფებს ამქვეყნიურ ცხოვრებას განარიდებენ. დიახ, იმ ქვეყანას, სადაც ტკივილის მეტი არაფერი დარჩენიათ. შუბლზე კოცნიან და აურის ძაფს ჭრიან. რალფი ბერძნულ მითოლოგიაში არსებულ სამ დასთან ავლებს პარალელს.

დიდხანს რომ აღარ განვაგრძო , კლოტო და ლახესისი რალფს და ლუიზს “დაავალებენ” გადაარჩინონ 2000 ადამიანი სიკვდილს, რომელსაც ძნელად , მაგრამ წარმატებით გაართმევენ თავს. წიგნი სევდიანად სრულდება, რალფი ედ დიპნოს
გოგონა ნატალის გადაარჩენს სიკვდილისგან და თვითონ აღმოჩნდება ავტომობილის ბორბლების ქვეშ…

და ბოლოს, ჩემი რჩევა ,მკითხველო, თუ დაიწყებ “უძილობის” კითხვას, თავდაპირველად ცოტა გაბეზრდები, მაგრამ არ დახურო წიგნი. განაგრძე კითხვა! შენ ხომ კინგს კითხულობ. ბებერ სტივენ კინგს! ის ყოველთვის სიურპრიზს გიმზადებს, ბოროტ და საშიშ სიურპრიზს!

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s