ელიზაბეტ ჯილბერტი “ჭამე, ილოცე, შეიყვარე”

სტანდარტული

375_image_1_ptl თუ კითხვა გიყვარს, თუ მოგზაურობა გიყვარს და ცოტათი მაინც გაინტერესებს იტალია, ინდოეთი და ინდონეზია, მაშინ ეს საშენო წიგნი ყოფილა.
“ჭამე, ილოცე, შეიყვარე” ავტობიოგრაფიული ჟანრის წიგნია. ოცდაათ წელს გადაცილებული ელიზაბეტ ჯილბერტი მტკიცედ გადაწყვეტს იპოვოს ის, რაც აქამდე აკლდა. ამდენად, ის იწყებს ძიებას. რომში ელიზაბეტი თავს ნებაზე მიუშვებს და წონაში მოიმატებს. ინდოეთში სულის განწმენდას ჰპოვებს. საბოლოოდ კუნძულ ბალიზე მოხუცი ექიმბაში ახალ გზას დაანახვებს სიმშვიდისკენ და კვლავ გაუღვიძებს სიყვარულის სურვილს.

წიგნის დანახვისას ბევრი არ მიფიქრია (თუ კითხულობთ ჩემს პოსტებს გეცოდინებათ რატომაც… შეიძლება საერთოდ არ მეყიდა იმდენი მეფიქრა. მე ხომ სასწორი ვარ) , ავიღე და ვიყიდე. ისე დაემთხვა , რომ ახალი დაწყებული მქონდა კითხვა და თურქეთში მომიწია წასვლა. თან წავიღე… ეს წიგნიც ხომ მოგზაურობაზეა. უფრო ინტერესით განვაგრძე კითხვა.

რომანი ადვილად იკითხება და ბევრ საინტერესო ფაქტსაც შეხვდებით. მაგალითად, ელიზაბეტი წერს, რომ ევროპა ერთ დროს ლათინურიდან წარმოქმნილი უამრავი დიალექტის თავშესაყარს წარმოადგენდა, სადაც საუკუნეების განმავლობაში რამდენიმე ენა ჩამოყალიბდა. ყველაზე ცნობილი ქალაქების დიალექტი თანდათან ამავე რეგიონის ენა გახდა, ამის შედეგად მივიღეთ ის , რომ  დღეს რასაც ფრანგულ ენას ვუწოდებთ, სინამდვილეში შუა საუკუნის პარიზული დიალექტის სახესხვაობაა. პორტუგალიური – ლისაბონურია. ესპანური – ძირითადად მადრიდული. ძლიერი ქალაქი საბოლოოდ მთელი ქვეყნის ენას განსაზღვრავდა. იტალიის შემთხვევაში კი საქმე სხვაგვარადაა. XVI საუკუნეში რამდენიმე იტალიელი ინტელექტუალი შეიკრიბა და შეთანხმდნენ, რომ ყველაზე ლამაზი დიალექტი ამოერჩიათ და ეკურთხებინათ იტალიურ ენად. საამისოდ, მათ ორი საუკუნის წინანდელი, XIV საუკუნის ფლორენციული დიალექტი შეარჩიეს. კონგრესის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ამ პერიოდიდან , ნამდვილ იტალიურად უდიდესი ფლორენციელი პოეტის, დანტე ალიგიერის ენა ითვლებოდა. ელიზაბეტი მონდომებით იწყებს იტალიური ენის სწავლას და მშვენიერ შედეგს იღებს.  იმდენად დიდი სიყვარულით მოიხსენიებს იტალიურ ენას, ისე აქებს, რომ მეც მომინდა ამ ენის სწავლა.

ავტორში მაოცებს არაჩვეულებრივად განვითარებული კომუნიკაციის უნარი. ძალიან ადვილად უმეგობრდება უცხოებს. მოგზაურობის მოვარულთათვის კი ვხვდებით ასეთ რჩევას: “მთელი საიდუმლო იმაშია, ქალაქსა და მის ხალხს რომ გაუგო, უნდა ისწავლო – როგორ მეტყველებს ქუჩა. ყველა ქალაქი ერთი სიტყვით გამოხატავს იმ ხალხის უმრავლესობის აზრს, ვინც ამ ქალაქში ცხოვრობს. რომ შეიძლებოდეს ადამიანთა აზრის წაკითხვა, როდესაც ქუჩაში ან სხვაგან გვერდით ჩაგივლიან, აღმოაჩენთ რომ ყველანი ერთსა და იმავეს ფიქრობენ. იმას, რაზეც ქალაქის მცხოვრებთა უმრავლესობა ფიქრობს, ქალაქური გაგება ჰქვია. და თუ შენი სიტყვა არ ემთხვევა ქალაქის სიტყვას, მაშინ ნამდვილად არ მიეკუთვნები იქაურობას”. ამის წაკითხვის შემდეგ, სტამბულის ქუჩებში ბოდიალისას მეც ვუყურებდი გამვლელებს და ვეძებდი სიტყვას. საბოლოო ჯამში ვერაფერი ვიპოვე და კვლავ დავრწმუნდი , რომ ჩემი ადგილი საერთოდ არ იყო იქ.

ასევე ვხვდებით ლიზის გურუს ნათქვამს, რომელიც ჩემი აზრით, მუდმივად უნდა გვახსოვდეს: “მარცხს თავი არასოდეს უნდა დაუხარო, რადგან თუ ამას გააკეთებ, მიეჩვევი, რომ მუდმივად უნდა დამარცხდე. გული არ უნდა გაიტეხო და საკუთარ თავზე იმუშაო, რომ იყო ძლიერი და ასეთად დარჩე”.

ინდოეთში ლიზი ასკეტურად ცხოვრობს აშრამში. მას იატაკის მოხეხვა ევალება. ამ დროს ათას რამეზე ფიქრობს. იმდენად კარგად წერს, ისე ახლოა შენთან ინდოეთი… მეც მომინდა (ადრეც ხომ სულ მინდოდა) ამ ქვეყნის ნახვა.

ინდონეზიას და კუნძულ ბალის რაც შეეხება , აქ საინტერესო და უცნაურ ფაქტს ვხვდებით. ბალიზე სახელები არ არსებობს. შვილებს პირველს, მეორეს, მესამეს და ა.შ. არქმევენ. სრულიად ბუნებრივი მოვლენაა , რომ მეორე და მეორე დაქორწინდნენ. სამაგიეროდ იქ ყველას აქვს ზედმეტსახელი.

ესეც ასე მკითხველო, დაახლოებით შეგიქმენი წარმოდგენა ამ წიგნზე. თუ დაინტერესდი, მოხარული ვარ. ერთსაც გირჩევ, კითხვისას ეცადე დიდი ინტერვალით არ შეისვენო. მე სამწუხაროდ ერთი კვირა ჩამივარდა და ნაკლები ემოცია გამომყვა… იქნებ შენ ეცადო და მიიღო ის, რასაც მე ველოდი…

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s