მე, პენაკი და ცრემლიანი კარლსონი

სტანდარტული

book_4f0ab028551ac
გრძელი ანოტაციები სიტყვების უსარგებლო რახარუხია და მეტი არაფერი. ორი წინადადებაც კი საკმარისია იმისათვის, რომ ადამიანს წაკითხვა მოანდომო”“კითხვა” ვერ ჰგუობს ბრძანებით კილოს”… , მაგრამ, ფაქტია, რომ ყველა ჩვენგანს აძალებდნენ წაეკითხა წიგნი, ეფიქრა მომავალზე, “მოსულიყო აზრზე”, უკვე დიდი იყო და დრო იყო ამის. ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო. მახსოვს, როგორ ჩამომდიოდა ღაპაღუპით ცრემლები კარლსონის კითხვისას. სასაცილოა ახლა, მაგრამ მაშინ იმხელა ტრაგედია იყო ჩემთვის, მერჩივნა მიწა გამხეთქოდა და მხოლოდ ეს წიგნი ჩაეტანა თან.. 😀 ამას მოჰყვა შემდეგი წიგნი, ისევ იგივე გამეორდა… საბოლოო ჯამში, “დამინიშნეს”, რომ დღეში 3 ფურცელი უნდა წამეკითხა, შემდეგ 5, ბოლოს 10 … ვიჯექი მეც წიგნთან და ვკითხულობდი ძალით. ბოლოს მივუშვი და აღარ წამიკითხავს. მომკითხეს, აბა სადაა წაკითხული წიგნებიო. ხმა რომ არ ამოვიღე, “ვალს გადახდა უნდაო” და ზამთრის არდადეგები ვალის გადახდაში გადიოდა… ისევ ცრემლები და ძალით კითხვა… წიგნებში შეზღუდვა არ მქონდა, მხატვრული ლიტერატურა უნდა მეკითხა. ერთ-ერთი რომ დავამთავრე, ვიპოვე “პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი”. კითხვა დავიწყე… თავიდან არ დამაინტერესა… გავაგრძელე, “ვალს გადახდა უნდოდა”… შევყევი, შევყევი და ჰოპ! ვეღარ მოვეშვი. ღამის 4 საათი იყო (მაშინ ჩემხელებს უნდა სძინებოდათ) მამა შემოვიდა,დაიძინე და ხვალ წაიკითხეო მითხრა… მაინტერესებს-მეთქი ვუთხარი… გაეღიმა და გავიდა. ზემოთ აღნიშნული წიგნი ცრემლებით დავამთავრე, ოღონდ ეს ისეთი ცრემლები არ იყო (კარლსონის დროინდელი) , ეს ნამდვილი მკითხველის ცრემლებიაო, კვლავ ღიმილით მითხრა მამამ და ამის შემდეგ პირიქით ხდებოდა… მიშლიდა გვიანობამდე ნუ კითხულობ, თვალებს გაუფრთხილდიო…

ამდენი იმიტომ ვიბოდიალე, რომ თითქმის ასეთივე ამბავი მომიყვა დანელ პენაკმა.. სხვადასხვა ტიპის მკითხველები მიჩვენა და კითხვისგან მიღებული სიამოვნება კიდევ ერთხელ დამანახა. მეგონა მამა მელაპარაკებოდა ისევ, თუ როგორი კარგი იყო წაგეკითხა წიგნი და მერე გონებას თავისით დაელაგებინა არეულ-დარეულად დამახსოვრებული სახელები, სტრიქონები, აბზაცები…

წიგნში ვხვდებით მონტესკიეს ფრაზას: “კითხვა ჩემითვის საუკეთესო საშუალება იყო ცხოვრების ყველაზე მწარე ეპიზოდების დასაძლევად. არ არსებობდა დარდი, რომელსაც ერთსაათიანი კითხვა არ გააქარვებდა”.  ესეც ძალიან ნაცნობი სიტუაციაა ჩემთვის.. ბევრი ცუდი დღის ბოლოს საუკეთესო ღამე გამიტარებია წიგნით ხელში და დამთენებია … ნამდვილად საუკეთესო მეგობარია ჩემთვის წიგნი. ყველგან ვკითხულობ, გზაში, სახლში, კაფეში, ლექციაზე… განუყრელი მეგობრები ვართ. ყოველთვის მაქვს მისთვის დრო. სწორედ ამას გვეუბნება პენაკიც: “კითხვის დრო მოპარული დროა (სხვათა შორის, ისევე, როგორც წერისა და სიყვარულის დრო). კი, მაგრამ ვის ან რას ვპარავთ ამ დროს? მოდი, ასე ვთქვათ: ცხოვრებისეულ ვალდებულებებს”; “საქმე ის კი არ არის, მაქვს თუ არა კითხვის დრო (ამ დროს, სხვათა შორის, ვერავინ ვერ მომცემს), არამედ ის, მივანიჭო თუ არა ჩემს თავს ბედნიერება, ვიყო მკითხველი”.

დანიელი წიგნებთან მოქცევის საკითხსაც ეხება.. “ეჰ, როგორ გიკეცავ გვერდებს!.. (რა ტკივილისმომგვრელია ამ ჩაკეცილი გვერდების დანახვა, მაგრამ “ხომ უნდა ვიცოდე სად გავჩერდიო!”). მოკლედ რას არ ითმენენ ჩვენგან ეს საწყალი წიგნები. ჩვენ კი მხოლოდ მაშინ ვღიზიანდებით, როცა სხვების ცუდ მოპყრობას ვხედავთ” არამც და არამც… ვერც იმას ვიტან ჩემიანი რომ ცუდად ეპყრობა წიგნს, ვერც უცხოს. რამდენჯერმე სერიოზული კამათი და ჩხუბი მომიწია ჩემს ძმასთან, მეგობართან და ბებოსაც არ წყენია ჩემი შენიშვნა, როცა წამოვიყვირე ვაიმე, არ გადაკეცო გვერდი-თქო. არც ის მომწონს, სასკოლო წიგნებს რომ აქვთ დავალებები და შიგნით სამუშაოდ გამოყოფილი არე… რისთვის არსებობს რვეული?! სანიშნი?!

ავტორი მკითხველის ათ უფლებაზეც წერს… არ წავიკითხოთ, გამოვტოვოთ გვერდები, ბოლომდე არ წავიკითხოთ, ხელახლა წავიკითხოთ, რაც გვინდა, ის წავიკითხოთ , სადაც გვინდა იქ ვიკითხოთ, არ ვილაპარაკოთ წაკითხულზე და ა.შ. მოკლედ, ჰა ბურთი და ჰა მოედანიო… ნება შენია… მაგრამ მე მაინც გირჩევთ, არ მოიკლოთ წიგნის კითხვისგან მიღებული სიამოვნება, ეს ვერც კარგ ფილმს შეედრება, ვერც კარგ მოსმენილ ამბავს და არაფერს საერთოდ დედამიწის ზურგზე…

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s