სტივენ კინგი “მიზერი” (ამბავი ამბავში)

სტანდარტული

mizeri
ვისაც მწერლობაზე გიოცნებიათ, წარმოგიდგენიათ თუ როგორ გახდება თქვენი წიგნი ბესტსელერი და მკითხველი მოუთმენლად დაელოდება შემდეგ წიგნს, ისიც წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება ნაჯახით მოჭრილი ცერა თითისა და ელექტროხერხით მოკვეთილი მარცხენა ტერფის გარეშე… ნამდვილი ტანჯვა, არა?! დიახ, ეს მიზერია (misery ინგლ. ტანჯვა, უბედურება, წვალება)…რაც კი რამ მოუყოლია სტივენს, ეს მწვერვალია, პიკი! ამაზე საშიში თუ რამე არსებობს ვეღარ წარმოვიდგენ. ერთი პირობა იმასაც ვფიქრობდი სტივისთვის მეთქვა, შეწყვიტე, გთხოვ, აღარ შემიძლია მეტი, სხვა ამბავი მომიყევი-მეთქი. ყურსაც არ მთხოვნიდა, თითქოს თავისთვის ლაპარაკობდა, მაგრამ იცოდა, რომ მთელი გულისყურით ვუსმენდი და თითოეულ ბგერას ვყლაპავდი… “მიზერი” ამბავია ამბავში.

პოლ შელდონი, მწერალი, წიგნს წერს მიზერიზე, რომელიც ასევე საინტერესოდ იკითხება. პოლი სიცოცხლით და ჯან-ღონით სავსე ადამიანი იყო მანამ, სანამ ავარიაში მოყვებოდა და წიწილისა და ტკბილეულის გემოთი გაჟღენთილი ჰაერი გამოაფხიზლებდა. ეს გემო კი ენი უილკსის პირიდან მოდიოდა. ენიმ, მსოფლიოში ყველაზე საშიშმა მედდამ იპოვა და “გადაარჩინა” პოლი. ქალი მისი გაგიჟებული თაყვანისმცემელი იყო, მისი იმდენად არა, რამდენადაც პოლის გამოგონილი პერსონაჟის – მიზერის. რამდენიმე ნაწილისგან შემდგარი ამბავი მიზერის სიკვდილით დაასრულა პოლიმ. სწორედ მის გაცოცხლებას, დაბრუნებას ითხოვდა ენი. მედდა ფსიქიურად აშლილი ქალი იყო, რომელსაც თურმე უამრავი მსხვერპლი ჰყოლია და ერთ-ერთი პოლიც იქნებოდა, თუ მიზერის მკვდრეთით არ აღადგენდა. რამდენჯერმე გაწეული წინააღმდეგობის შემდეგ, პოლი ცერა თითისა და ტერფის გარეშე დარჩა. მეტს აღარ მოვყვები, სრული ინტერესი რომ არ დავუკარგო მკითხველს. ერთი რამ კი დამაფიქრებელია, ენის ფსიქიკის ამბავი…  ის ყველაში მტერს ხედავდა, ყველასგან გარიყული იყო, როგორც თვითონ ამბობდა და მუდმივი სურვილი ჰქონდა მკვლელობის. ზოგი გაამართლებს მარტოხელა ქალს, ზოგი კი არა. მაგრამ ფაქტია, რომ სიამოვნებით მივახრჩობდი “ქალღმერთს”.

ბოლომდე არ ვიცოდი, რა ბედი ეწეოდა მედდას, რადგან კინგის კინგურობის ამბავი მოგეხსენებათ… კვლავ შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ, სახეზე პოლის ტერფიდან ამოსხმული სისხლის სითბოს ვგრძნობ და სარჩილავით მომწვარი ფეხის ნარჩენის სუნიც გაუჯდა ჩემს ყნოსვის რეცეპტორებს. კინგი კი იღიმის და “ნისლისთვის” მოემზადეო მეუბნება….

Advertisements

2 responses »

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s