როგორ მოვუაროთ ვერცხლისა და ოქროს სამკაულებს?

სტანდარტული

4fa4e0c8db8acd71067a2449aafc5e5eდროთა განმავლობაში ვერცხლის, ოქროსა და სხვა ძვირფასი მეტალის სამკაულები ფერსა და ბრწყინვალებას კარგავს. ვერცხლი იბურება და ისეთი ლამაზი აღარ არის, როგორც თავდაპირველად იყო. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მათ ინტენსიური მოვლა სჭირდებათ, რათა შეუნარჩუნდეთ პირველადი სახე და ეს სახლის პირობებშიც შესაძლებელია.
ვერცხლისა და სხვა ძვირფასი მეტალების ვიზუალურ ცვლილებაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს. ეს შეიძლება იყოს ორგანიზმის მიერ გამოყოფილი ოფლის ზემოქმედება, ოთახის შიდა ტემპერატურა და ტენიანობა, ნოტიო ჰაერში სადაც არის ძალიან უმნიშვნელო გოგირდის ნარჩენები (გოგირდწყალბადი, ნატრიუმის ტიოსულფატი, რეზინი) წარმოიქმნება ნაკლებად ხსნადი ვერცხლის სულფიდის ფენა, აპკი, რაც ვერცხლის გამუქებას იწვევს. ასევე, ზღვის წყალი, გოგირდის აბაზანა თუ საოჯახო ქიმიასთან უშუალო შეხება.
ძვირფასი ლითონები და ქვები გამძ­ლეობით ერთმანეთისგან განსხვავდება, შესაბამისად, მოვლაც სხვადასხვაგვარი სჭირდებათ.
სასარგებლო რჩევები: სამკაული გაჭუჭყიანებისა და დაზიანებისგან რომ დაიცვათ, მოიხსენით სა­ოჯახო საქმიანობისა და კოსმეტიკური საშუალებების (მათეთრებლები, საპნები, სუნამო, აცეტონი) გამოყენებისას.

სად შევინახოთ?უმჯობესია, ყველა სამკაული დახ­ურულ ყუთში შეინახოთ. ეს ყუთი შეიძლება თვითონვე იქცეს ტუალეტის მაგიდის სამკაულად. მოარიდეთ სამკაულები მზის პირდაპირ სხივებს და გამათბობლებს. სააბაზანო ოთახი ყველაზე შეუსაბამო ადგილია ძვირფასი ლითონის, განსაკუთრებით კი ვერცხლის სამკაულების შესანახად.

როგორ მოვუაროთ ოქროს სამკ­აულს?
1) ოქროს ძეწკვი, სამაჯური და სხვა უთვლო სამკაული, თუ ძალიან ჭუჭყიანია, ჩადეთ ქილაში (რომელიც მჭიდროდ იხურება) და დაასხით თბილი, საპნიანი წყალი. წყალში დაუმატეთ ცოტაოდენი ნიშადურის სპირტი (ნახევარი ჩაის კოვზი ერთ ჭიქა წყალზე), შემდეგ შეანჯღრიეთ, ამოიღეთ, გადაავლეთ თბილი წყალი, გააშრეთ და გააპრიალეთ ნატით(“ზამში”). შესაკვრელების ადგილი დამატებით შეგიძლიათ გაწმინდოთ რბილი კბილის ჯაგრისით.
2) უთვლო ოქროს/ვერცხლის ბეჭედს წაუსვით ტუჩსაცხი და გააპრიალეთ ბამბით ან რბილი ქაღალდით.

როგორ მოვუაროთ მოოქრულ სამკაულებს? ისინი შეიძლება ფრთხილად გარეცხოთ გრილ, საპნიან წყალში, მაგრამ უკეთესია მათი გაწმენდა ლიმონის წვენით ან სველი ნაჭრითა და სუფრის მარილით. მოოქრული ნივთები ჯაგრისით არ გახეხოთ, რომ ოქროს თხელი ფენა არ მოსცილდეს.

როგორ მოვუაროთ ვერცხლსა და მელქიორს? ვერცხლის სამკაული, ისევე როგორც ოქროსი, შეიძლება დაალბოთ საპნიან წყალში, გაავლოთ და გააპრიალოთ მაუდით. ძლიერ გამუქებული ვერცხლის ნივთები შეიძლება გაწმინდოთ კბილის ფხვნილით/პასტით ან სოდიან ხსნარში დასველებული ფლანელის ნაჭრით. შემდეგ გაავლოთ სუფთა წყალში.

ვერცხლის ნივთების ბრწყინვალება რომ აღადგინოთ:
1)
1 სუფრის კოვზი ნიშადურის სპირტი დაამატეთ ერთ ლიტრ სარეცხის საპნიან ხსნარს და მიღებულ ნაზავში გარეცხეთ ვერცხლის ნივთები. გახსოვდეთ, მოსევადებული ვერცხლის გაწმენდა ნიშადურის სპირტით დაუშვებელია.

2) თუ ვერცხლის ძეწკვი ან ბეჭედი გაშავდა, სამკაული თბილ საპნიან წყალში გარეცხეთ, შემდეგ კი გაწმინდეთ ნიშადურის  სპირტისა და კბილის ფხვნილისა (კბილის პასტა) ნაზავში ამოვლებული რბილი ნაჭრით, ერთხელ კიდევ გაავლეთ სუფთა თბილ წყალში და გაამშრალეთ.

მინანქრის სამკაული კარგად იწმინდება კბილის ფხვნილის/პასტის ან ცარცის ხსნარით, რომელშიც დამატებულია ნიშადურის სპირტის რამდენიმე წვეთი. ლითონის გულსაბნევებმა და გულსაკიდებმა შესაძლოა ტანსაცმელზე მოლ­ურჯო ლაქები დატოვოს. ამის თავიდან ასაცილებლად ისინი უკანა მხრიდან დაფარეთ ფრჩხილების უფერო ლაქით.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s