უნივერსიტეტი

სტანდარტული

metsniereba1-286.png

ჯერ კიდევ სულ პატარას მითქვამს დედასთვის , აქ უნდა ვისწავლო მეც-თქო. არ ვიცი , დიდმა,სვეტებიანმა შენობამ მომხიბლა თუ მშვიდმა ეზომ, მაგრამ დედას ძალიან გახარებია. თვითონაც უნივერსიტეტელი იყო. ამის შემდეგ, მეთერთმეტე კლასში, როცა გივი ძნელაძემ წაგვიკითხა ლექცია მეორე კორპუსის (თუ არ ვცდები ფიზიკის) აუდიტორიაში, მაშინაც ვთქვი ჩემთვის, რომ კიდევ მოვიდოდი, რომ ზუსტად აქ იყო ჩემი ადგილი. ჩავაბარე და გავხდი უნივერსიტეტელი, დავამთავრე და ახლაც, როცა გვერდით ჩავუვლი, აღარ ვამბობ რომ კიდევ მოვალ, უბრალოდ, ვერ წავალ მისგან. 
პირველი, რაც უნივერსიტეტში სტუდენტის ამპლუაში მოვისმინე , ქალბატონი დარეჯანის მისალმების დროს, იყო, უნივერსიტეტი იწყება, უნივერსიტეტი არ მთავრდებაო. ამ “არ დამთავრებაში”, წარმომიდგა მომავალი 4 წელი, მაღლივი, გამოცდები, ფინალური გამოცდები, შუალედურები… თუმცა, ოთხი წლის შემდეგ ვაცნობიერებ , რომ ის მართლა არასდროს დამთავრდება.

ზოგადად ადამიანებს სახეზე ვერ ვიმახსოვრებ, ეს უბედურება მჭირს. მაგრამ არაჩვეულებრივად ვიმახსოვრებ სუნებს. ხო, სუნს. შენობის, სუნამოს, გარემოს, ადამიანის სუნს. ამას წინათ, უნივერსიტეტს ჩავუარე გვერდით, შესასვლელიდან დერეფნის სუნი გამოდიოდა და ოთხმა წელმაც თვალწინ ჩამირბინა და სითბო ვიგრძენი.  გარდა იმისა, რა ცოდნაც მივიღე, უნივერსიტეტმა მაჩუქა მეგობრები, რომლებსაც უჭირავთ ჩემი ხელი და გრძნობენ ჩემს გულს. მყავდა ლექტორები, როგორებიც იყვნენ წამალა, ზაქრო, ფეფო და თეონა. როცა მეკითხებოდნენ რას გასწავლისო, ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე, უბრალოდ ვპასუხობდი: “-ცხოვრებას”.

დღეს შემახსენა ფეისბუქმა, ოთხი წელი გავიდაო, დაიწყე 2013-ში და დაამთავრე 2017-შიო. მე გამეღიმა და ვუთხარი არ დამთავრებულა, გრძალდება-თქო.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s