წიგნების კარადა

სტანდარტული

7ec82e0a9a71475c602ce2884268260e.jpgამქვეყნად არსებული სიამეთაგან, ერთ-ერთი და გამორჩეულია წიგნების კარადასთან მიახლოება, გაღება და გამოსული წიგნის სუნი…

წიგნის კარადა ერთგვარი კარია აქაურ და ჯადოსნურ სამყაროს შორის დამაკავშირებელი. წიგნის კარადის თაროებზე შეიძლება დრაკონებსაც მოჰკრა თვალი და რაინდებსაც. იარო ისე, როგორც ღამე დადიხარ ქუჩაში და ჩუმ-ჩუმად აპარებ თვალს სხვების ფანჯრისკენ. ნახო, რომ ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს, ყოველ უბედურ ოჯახს კი თავისი უბედურება სჭირს. ნახო მელა, რომელიც შეგიძლია მოიშინაურო, ოღონდ აუცილებლად უნდა იზრუნო მასზე. შეგხვდეს ზღვამიწეთის ჯადოქარი და ჩუმად შეგახსენოს შენი სახელი. ნახავ დათუნიას, რომელიც გეუბნება რომ სიყვარული კი არ უნდა დაინახო, უნდა იგრძნო. ზოგი ფანჯრიდან გოგონა იყურება, ცალ ყურზე მარგალიტის საყურე უკეთია, ისეთი უძირო თვალები სხვაში არ აგერევა. ნახავ ბიჭს, რომელსაც მონადირის ქუდი ახურავს და აინტერესებს, სად მიდიან იხვები როცა ზამთარში ტბა იყინება?

წიგნების კარადა ბევრ ამბავს იტევს, ბევრ ქვეყანასა და ადამიანს, თუმცა სჯობს ქუჩაში უცნობებს არ გამოელაპარაკო… განაგრძო გზა და იჭვრიტო ფანჯრებში..

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s