ბიბლიოთეკა <3

პეპი დრაკონის ტატუთი

740full-rooney-maraერთხელ სტიგ ლარსონი და მისი ძველი კოლეგა საუბრობდნენ, თუ როგორი იქნებოდნენ საბავშვო ლიტერატურის გარკვეული პერსონაჟები რომ გაზრდილიყვნენ. სტიგ ლარსონს განსაკურთრებით მოეწონა გაზრდილი პეპი გრძელიწინდას იდეა. ლიზბეთ სალანდერის პერსონაჟის შექმნის ერთ-ერთი ინსპირაცია, სწორედ რომ ეს იყო. Continue reading “პეპი დრაკონის ტატუთი”

ბიბლიოთეკა <3

The Girl Who Lived Twice (full of spiolers :) )

C54BC857-49F9-42A2-8F0A-736D442410B7 მილენიუმის ტრილოგიის მე-6 წიგნი, რომელიც ჯერ არ თარგმნილა ქართულ ენაზე და პირველი არაადაპტირებული წიგნია, ასევე პირველი pdf-ია, რაც წავიკითხე. როგორც ყოველთვის, ეს ბლოგპოსტიც შეიცავს სპოილერებს, ასე რომ… Continue reading “The Girl Who Lived Twice (full of spiolers 🙂 )”

ბიბლიოთეკა <3

გოგონა, რომელიც სამაგიეროს ყველას უხდის

IMG_7861არსებობს წიგნის სერიები, რომლებიც წაკითხვის შემდეგ მკითხველს ნელ-ნელა ავიწყდება. არსებობს სერიები, რომლებსაც სულმოუთქმელად ველით. სწორედ ასეთია მილენიუმის ტრილოგიის გაგრძელება. დღეს ვისაუბრებთ წიგნზე – “გოგონა, რომელიც სამაგიეროს ყველას უხდის” Continue reading “გოგონა, რომელიც სამაგიეროს ყველას უხდის”

ბიბლიოთეკა <3

ანა კარენინა

92262959_510161309869978_2060799877842993152_nანა კარენინას 10 სხვადასხვა ვერსია არსებობდა, სანამ საბოლოო ვარიანტზე არ შეჯერდა ლევ ტოლსტოი. მისმა მეუღლემ ათივე ვარიანტი გადაწერა, რის გამოც ტოლსტოი გმირ ცოლს ეძახდა და აჩუქა სამმაგი ბრილიანტის ბეჭედი, რომელიც შენახულია იასნაია პოლინას მუზეუმში. იქვე შეხვდებით ტოლსტოის ხელნაწერს, ამ ბეჭედს ვჩუქნი ჩემს გმირ ცოლს, ანა კარენინას მრავალგზის გადაწერისთვისო
Continue reading “ანა კარენინა”

ბიბლიოთეკა <3

წიგნების კარადა

7ec82e0a9a71475c602ce2884268260e.jpgამქვეყნად არსებული სიამეთაგან, ერთ-ერთი და გამორჩეულია წიგნების კარადასთან მიახლოება, გაღება და გამოსული წიგნის სუნი… Continue reading “წიგნების კარადა”

თბილისური ამბები

უნივერსიტეტი

metsniereba1-286.png

ჯერ კიდევ სულ პატარას მითქვამს დედასთვის , აქ უნდა ვისწავლო მეც-თქო. არ ვიცი , დიდმა,სვეტებიანმა შენობამ მომხიბლა თუ მშვიდმა ეზომ, მაგრამ დედას ძალიან გახარებია. თვითონაც უნივერსიტეტელი იყო. ამის შემდეგ, მეთერთმეტე კლასში, როცა გივი ძნელაძემ წაგვიკითხა ლექცია მეორე კორპუსის (თუ არ ვცდები ფიზიკის) აუდიტორიაში, მაშინაც ვთქვი ჩემთვის, რომ კიდევ მოვიდოდი, რომ ზუსტად აქ იყო ჩემი ადგილი. ჩავაბარე და გავხდი უნივერსიტეტელი, დავამთავრე და ახლაც, როცა გვერდით ჩავუვლი, აღარ ვამბობ რომ კიდევ მოვალ, უბრალოდ, ვერ წავალ მისგან.  Continue reading “უნივერსიტეტი”

ეს საინტერესოა ;), ჰობი

როგორ მოვუაროთ ვერცხლისა და ოქროს სამკაულებს?

4fa4e0c8db8acd71067a2449aafc5e5eდროთა განმავლობაში ვერცხლის, ოქროსა და სხვა ძვირფასი მეტალის სამკაულები ფერსა და ბრწყინვალებას კარგავს. ვერცხლი იბურება და ისეთი ლამაზი აღარ არის, როგორც თავდაპირველად იყო. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მათ ინტენსიური მოვლა სჭირდებათ, რათა შეუნარჩუნდეთ პირველადი სახე და ეს სახლის პირობებშიც შესაძლებელია. Continue reading “როგორ მოვუაროთ ვერცხლისა და ოქროს სამკაულებს?”

ბიბლიოთეკა <3

სტივენ კინგი “მიზერი” (ამბავი ამბავში)

ვისაც მწერლობაზე გიოცნებიათ, წარმოგიდგენიათ თუ როგორ გახდება თქვენი წიგნი ბესტსელერი და მკითხველი მოუთმენლად დაელოდება შემდეგ წიგნს, ისიც წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება ნაჯახით მოჭრილი ცერა თითისა და ელექტროხერხით მოკვეთილი მარცხენა ტერფის გარეშე… ნამდვილი ტანჯვა, არა?! დიახ, ეს მიზერია (misery ინგლ. ტანჯვა, უბედურება, წვალება)…

Continue reading “სტივენ კინგი “მიზერი” (ამბავი ამბავში)”
ბიბლიოთეკა <3

სტივენ კინგი “ჯოილენდი”

book_53be659fd034dსტუდენტს რომ სამუშაო სჭირდება,ალბათ, მკითხველთა უმეტესობა დამეთანხმებით. შეყვარებულს დაშორებულ სტუდენტს კი განსაკუთრებით… ხოლო თუ ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე სწავლობს სტუდენტი, რომელიც შეყვარებულმა მიატოვა  და გადააწყდა განცხადებას: “იმუშავე სამოთხის სიახლოვეს!” იფიქრებს რომ თავი ქუდში აქვს… სწორედ ასე დაიწყო დევინ ჯონსისა და “ჯოილენდის” ამბავი…
Continue reading “სტივენ კინგი “ჯოილენდი””

ბიბლიოთეკა <3

სტივენ კინგი “წელიწადის დრონი”

book_51d6c364ab2b5 მე და სტივენი დიდი ხანია აღარ შევხვედრივართ ერთმანეთს. ეს ჩემი მოუცლელობის ბრალი იყო, ის სულ მეძახდა, მოდი, საინტერესო ამბავი მაქვს შენთვისო. როგორც იქნა მივაღწიე და მანაც თხრობა დაიწყო წელიწადის სხვადასხვა დროს მომხდარი ამბების შესახებ… Continue reading “სტივენ კინგი “წელიწადის დრონი””