ბიბლიოთეკა <3

მაია ენჯელოუ “ვიცი,რად გალობს გალიის ჩიტი”

ამ ბოლო ხანებში ავტობიოგრაფიებითა და ბიოგრაფიებით დავინტერესდი. რომ ვთქვა, კონკრეტულმა მოვლენამ მიბიძგა-მეთქი, ეგრეც არ მომხდარა. შეიძლება საკუთარი თავის ძიების პროცესში სხვათა ცხოვრებისეული მაგალითებისა და მცდელობების ამბები იქცევს ჩემს ყურადღებას. ბოლოს წაკითხული წიგნიც ავტობიოგრაფიულია – მაია ენჯელოუს “ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი” , რის შესახებაც დღეს გესაუბრებით. წიგნი “ინტელექტმა” გამოსცა აკრძალული წიგნების თაროს სერიაში; მთარგმნელი კი ჩემი საყვარელი ლექტორი ანი კოპალიანია, რომელმაც პირველივე ლექციაზე ავტობიოგრაფიის დაწერა დაგვავალა და ასე გავეცანით მასაც და ჯგუფელებსაც. მშვენიერი თარგმანია – ავტორისა და პერსონაჟების ემოციები, გარემო, სიტუაცია და გრძნობები არაჩვეულებრივად მოარგო ჩვენს ენას. რაც შეეხება წიგნსა და მაიას, უნდა ვთქვა, რომ ჩემი სამაგალითო ქალების სიაში საპატიო ადგილი მივუჩინე.

Continue reading “მაია ენჯელოუ “ვიცი,რად გალობს გალიის ჩიტი””
ბიბლიოთეკა <3

“თევზი ხეზე” ლინდა მალალი ჰანთი


თუ კითხვისას მოძრავ ასოებს ვერ ხედავთ და გამოსახულება სტატიკურია, სამწუხარო ამბავი მაქვს – თქვენ ვერასდროს შეუერთდებით იმ გენიოსთა ჯგუფს, რომელის წევრებსაც ერთი მახასიათებელი – დისლექსია აერთიანებს. ამ პრობლემის მქონე ადამიანები ვერ ახერხებენ დაწერილი სიტყვის აღქმაას, თუმცა მოსმენილი სიტყვის აღქმა შეუძლიათ. დისლექსია სწავლის უნარის დაქვეითების ყველაზე გავრცელებული ფორმაა.

Continue reading ““თევზი ხეზე” ლინდა მალალი ჰანთი”
ბიბლიოთეკა <3

“მე, ერლი და მომაკვდავი გოგონა” ჯესი ენდრიუსი

“მე, ერლი და მომაკვდავი გოგონა” რამდენჯერმე დავიწყე, თუმცა ვერ დავუდე გული და უკან დავაბრუნე წიგნის თაროზე. ხან ზამთრის ქურთუკის ჯიბით მიტარებია (დიდი ჯიბე კარგია), ხან ლექციებზე ჩანთით. მოკლედ, ვერა და ვერ. ზაფხულში ერთერთ ჩასვლაზე თბილისში ახალი მარაგის წამოსაღებად რომ ვიყავი, ავიღე და წამოვაცუნცულე. რთული წასაკითხი აღმოჩნდა, მეზარებოდა, რამდენჯერმე დავაპირე შეწყვეტა, თუმცა არ დავნებდი. ერთ დღეში დავასრულე. გვიან ღამით ამავე სათაურის ფილმსაც ვუყურე და საბოლოო ჯამში მომეწონა. გუდრიდზე სამი ვარსკვლავით შევაფასე.

Continue reading ““მე, ერლი და მომაკვდავი გოგონა” ჯესი ენდრიუსი”
ბიბლიოთეკა <3

“უსაფრთხო მანძილი” სამანტა შვებლინი

არსებობს წიგნები, რომელიც ერთი ამოსუნთქვით იკითხება. მე კი გეტყვი, რომ არსებობს წიგნებიც, რომელსაც ერთი ჩასუნთქვით წაიკითხავ. სანამ სიუჟეტის ბოლოში არ გახვალ, სუნთქვაშეკრული ელოდები , თუ რა მოხდება.სულაკაურის გამომცელობის ციკლში , „ლიტერატურულ ოდისეაში“, შესული სამანტა შვებლინის წიგნი „უსაფრთხო მანძილი“ კი სწორედ ასეთია.

Continue reading ““უსაფრთხო მანძილი” სამანტა შვებლინი”
ბიბლიოთეკა <3

“ოკეანე ქუჩის ბოლოს” ნილ გეიმანი

“-მოზრდილებსა და ურჩხულებს არაფრის ეშინიათ.
-როგორ არა. ურჩხულებიც მაგიტომ ხდებიან”


მაგიური, ტკბილი, საშიში და თან ნამდვილი- ეს ის ზედსართავებია, რომელიც ნილ გეიმანის წიგნების აღწერისთვის დაგჭირდებათ. მწერლის ფანტაზია უკიდეგანოა. არასდროს ვორჭოფობ მისი წიგნის წაკითხვამდე, ნეტავ მომეწონება თუ არაო. “ოკეანე ქუჩის მიღმა” ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ შარშან გამოსცა, მთარგმნელი ლელა გაფრინდაშვილია. საშუალო ზომის წიგნი ისეთ დიდ გრძნობებს იტევს, როგორიცაა მეგობრობა, ერთგულება, თავგანწირვა, სიძულვილი.

Continue reading ““ოკეანე ქუჩის ბოლოს” ნილ გეიმანი”
ბიბლიოთეკა <3

“ოთახი” ემა დონაჰიუ

ემა დონაჰიუ ირლანდიაში დაბადებული მწერალია, რომელიც კანადაში ცხოვრობს, “ოთახი” მისი მეშვიდე წიგნია. ამბავს საფუძვლად რეალური ისტორია უდევს, კერძოდ, ელიზაბეტ ფრიცლის (Elizabeth Fritz), რომელიც მამამისს 24 წელი ჰყავდა დატყვევებული. ქალმა მამისგან 7 შვილი გააჩინა, სამი მასთან ერთად ცხოვრობდა მანამ სანამ არ გადაარჩინეს. ასევე წიგნის შინაარსს ეხმიანება ნატაშა კამპუშისა და საბინა დერდენის ისტორიებიც, კიდევ ვინ მოთვლის სხვა რამდენი..

Continue reading ““ოთახი” ემა დონაჰიუ”
ბიბლიოთეკა <3

“ონლაინ გოგო” ზოი საგი

“ონლაინ გოგო” ინგლისელი ავტორის, ზოი საგის, სადებიუტო რომანია, რომელიც სამი ტომისგან შედგება. ქართველ მკითხველს გამომცემლობამ “Palitra L”-მა გააცნო. წიგნის სიუჟეტი თინეიჯერული წასაკითხია, თუმცა თინეიჯერობაჩამოტოვებული ხალხიც კარგად გავერთეთ:)

Continue reading ““ონლაინ გოგო” ზოი საგი”
ბიბლიოთეკა <3

“პედრო პარამო” ხუან რულფო

გაბრიელ გარსია მარკესს უთქვამს, ოთხი რომანის დაწერის შემდეგ ვეღარაფერს ვწერდი, “პედრო პარამოს” წაკითხვის შემდეგ კი “მარტოობის ასი წელის” წერა დავიწყეო. ხორხე ლუის ბორხესი კი მსოფლიო ენებზე დაწერილ წიგნებს შორის ერთ-ერთ საუკეთესოდ სწორედ “პედრო პარამოს” ასახელებდა.
“-ადრე შეგეტყობინებინათ, უკეთ დაგიხვდებოდით, მაგრამ დედათქვენმა მხოლოდ უკანასკნელ წუთებში გამაფრთხილა.
-დედამ?-გავშეშდი ლამის, -დედა ხომ მოკვდა?
-ჰოო? ალბათ მაგიტომაც ჰქონდა ისეთი სუსტი ხმა, ძლივძლივობით მესმოდა საიდანღაც. ახლა კი მივხვდი. დიდი ხანია გარდაიცვალა?
-შვიდი დღე იქნება.”

Continue reading ““პედრო პარამო” ხუან რულფო”
ბიბლიოთეკა <3

“სანამ დავიძინებ” – ს.ჯ. უოტსონი

ცხოვრების თავიდან დაწყება ყველა ჩვენგანს უცდია. ეს ღირებულებების, შეხედულებების გადაფასების დროა. ამაში ხშირად მეგობრები და ახლობლები გვეხმარებიან. რა მოხდებოდა ყოველი დღე სუფთა ფურცლიდან დაგვეწყო? იმის შეგნებით, რომ თურმე ოცის კი არა ორმოცდაშვიდი წლის ქალი ხარ. არ იცი სად ხარ, ვისთან იღვიძებ, სად იღვიძებ. ყოველ დილას ცხოვრების ნულიდან დაწყება ნამდვილი ჯოჯოხეთია. სწორედ ასე იღვიძებდა ქრისტინა,იმის შეგნებითა და გააზრებით, რომ გათხოვილია, ქმარი ჰყავს -სახელად ბენი. აღმოაჩენდა , რომ შვილიც ჰყოლია, თან დაღუპული. კიდევ უამრავ ამბავს შეიტყობდა და ხელახლა გაივლიდან ჯოჯოხეთის გზას, სტრესს, გლოვას მანამ, სანამ დაიძინებდა. ძილში მისი ტვინი “დარესტარტდებოდა” და დილას ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყებოდა.

Continue reading ““სანამ დავიძინებ” – ს.ჯ. უოტსონი”
ბიბლიოთეკა <3

რეინბოუ რაუელი “ფანგოგო”

“ფანგოგო” რეინბოუ რაუელის კიდევ ერთი წიგნია, რომელიც ამ ზაფხულს წავიკითხე. ამბავი ტყუპ გოგონებზეა, რომლებიც დედამ 8 წლის ასაკში მიატოვა, მამა კი მუდამ საქმიან ქაღალდებში იყო ჩაფლული.

Continue reading “რეინბოუ რაუელი “ფანგოგო””