ბიბლიოთეკა <3, თბილისური ამბები

“მოსიარულე გაკვეთილები” ლელა კოტორაშვილი

117195071_625064811720782_4310240870002306626_n
ჩემ ბიბლიოთეკაში ყველა წიგნს თავისი ისტორია აქვს. ზოგი ლამაზი ყდით იმშვენებს თავს, ზოგი მეგობრმა, მამამ, ბაკომ ან ლუკამ მაჩუქა, ზოგი ალალბედზე (და გთხოვთ არა “რენდომად”) ვიყიდე, ზოგი კი ახლობელმა ან უცხო ადამიანებმა მირჩიეს. წიგნი, რომლზეც დღეს გესაუბრებით ლელა კოტორაშვილის  “მოსიარულე გაკვეთილებია”. ჩემმა ლამაზმა  მეგობარმა, ანუკიმ მირჩია, ლელა კოტორაშვილი ორ შვილთან ერთად წავიდა მთაში მასწავლებლად,  თან დააყოლა რაჭაზეაო. ჰოდა წიგნიც ვიყიდე. მას შემდეგ ერთი წელი თაროზე მელოდებოდა. ერთხელაც დაუფიქრებლად დავავლე ხელი და თიანეთში წამოვაცუნცულე. იმედი არ გამცრუებია. Continue reading ““მოსიარულე გაკვეთილები” ლელა კოტორაშვილი”

ბიბლიოთეკა <3

წერილი ყამარს (ელის დოჯსონი “ამ მთისა და იმ ბარისა”)

IMG_8579
ყამარ ქალო… ყამარ.. ყამაროო!.. ჩემი სალამი მტვრიანი თბილისიდან. დახუთული ქალაქიდან. როგორი ახლობელი გახდი ამ ათობით გვერდის კითხვისას. როგორ შემაყვარე აღათო და როგორ გამეჩხირა ყელში ბურთი წიგნის დასასარულს.. ყამარ, მართალი ხარ, წერილის წერა არ ყოფილა იოლი საქმე. აი ფურცელს და კალამს რომ აიღებ და წერ მაშინ, თორემ კლავიატურაზე, სენსორზე თითქოს თითები თავად იგნებენ გზა-კვალს.. Continue reading “წერილი ყამარს (ელის დოჯსონი “ამ მთისა და იმ ბარისა”)”