ბიბლიოთეკა <3

“დომენიკა და საიდუმლო ქალაქი Z” ელის დოჯსონი

117773135_593526497980077_7137241914513738238_nადამიანის წარმოსახვასა და ფანტაზიას საზღვრები რომ არ აქვს ვიცით, თუმცა, ვისაც ეჭვი ოდნავ მაინც ეპარება, ელის დოჯსონის წიგნი “დომენიკა და საიდუმლო ქალაქი Z” უნდა წაიკითხოს. Continue reading ““დომენიკა და საიდუმლო ქალაქი Z” ელის დოჯსონი”

ბიბლიოთეკა <3

“რაფლეზია” ელის დოჯსონი

IMG_8679ოთახის მცენარეების მოყვარული ბოლო პერიოდში გავხდი. მანამდე მოვლა მეზარებოდა, ისე კი მომწონდა. ბებოს სახლში რასაც ჰქვია ბოტანიკური ბაღი ჰქონდა გაშენებული, ერთხელაც სახლში მძორის სუნი დადგა –  რაფლეზია ყვავილობდა. გავა თითქმის ათი წელი და წავიკითხავ ელის დოჯსონის “რაფლეზიას”, ბებოს კი დავურეკავ, რომ ყვავილის ნერგი მიწილადოს. Continue reading ““რაფლეზია” ელის დოჯსონი”

ბიბლიოთეკა <3, თბილისური ამბები

“მოსიარულე გაკვეთილები” ლელა კოტორაშვილი

117195071_625064811720782_4310240870002306626_n
ჩემ ბიბლიოთეკაში ყველა წიგნს თავისი ისტორია აქვს. ზოგი ლამაზი ყდით იმშვენებს თავს, ზოგი მეგობრმა, მამამ, ბაკომ ან ლუკამ მაჩუქა, ზოგი ალალბედზე (და გთხოვთ არა “რენდომად”) ვიყიდე, ზოგი კი ახლობელმა ან უცხო ადამიანებმა მირჩიეს. წიგნი, რომლზეც დღეს გესაუბრებით ლელა კოტორაშვილის  “მოსიარულე გაკვეთილებია”. ჩემმა ლამაზმა  მეგობარმა, ანუკიმ მირჩია, ლელა კოტორაშვილი ორ შვილთან ერთად წავიდა მთაში მასწავლებლად,  თან დააყოლა რაჭაზეაო. ჰოდა წიგნიც ვიყიდე. მას შემდეგ ერთი წელი თაროზე მელოდებოდა. ერთხელაც დაუფიქრებლად დავავლე ხელი და თიანეთში წამოვაცუნცულე. იმედი არ გამცრუებია. Continue reading ““მოსიარულე გაკვეთილები” ლელა კოტორაშვილი”

ბიბლიოთეკა <3

რეინბოუ რაუელი “ელინორი და პარკი”

116429657_3084400561667153_6643421861301294555_n
ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ წიგნებში, უმეტესად, მთავარი პერსონაჟები პრინცესული და სიფრიფანა გოგონები არიან . ელინორისა და პარკის შემთხვევაში კი ყველაფერი პირიქითაა. Continue reading “რეინბოუ რაუელი “ელინორი და პარკი””