ბიბლიოთეკა <3

სტივენ კინგი “ჯოილენდი”

book_53be659fd034dსტუდენტს რომ სამუშაო სჭირდება,ალბათ, მკითხველთა უმეტესობა დამეთანხმებით. შეყვარებულს დაშორებულ სტუდენტს კი განსაკუთრებით… ხოლო თუ ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე სწავლობს სტუდენტი, რომელიც შეყვარებულმა მიატოვა  და გადააწყდა განცხადებას: “იმუშავე სამოთხის სიახლოვეს!” იფიქრებს რომ თავი ქუდში აქვს… სწორედ ასე დაიწყო დევინ ჯონსისა და “ჯოილენდის” ამბავი…

დევინ ჯონსი ნაწარმოების მთავარი გმირია, თუმცა კინგის ნაწარმოების კითხვისას პერსონაჟების უმეტესობა მთავარ გმირადაა წარმოჩენილი. დევინი შეყვარებულმა მიატოვა, დეპრესია დაეწყო და გადაწყვიტა ემუშავა თავის ქალაქიდან და მამისგან შორს (მამის გარდა არავინ ჰყავდა), რათა დაშორებისგან მიღებული ტკივილი გაექარვებინა. რაღაც კინგის სტილს არ ჰგავს, ხომ? მეც ასე ვიფიქრე… სიყვარული, დაშორება, სუიციდზე ფიქრი, მამის და დევინის ჩახუტება/ გამოთხოვება.. კარგი რა, კინგ, რა ხდება ჩვენს თავს -თქო. სად გეჩქარება, ყველაფერი წინ არისო ,-მითხრა.  სანამ კინგურ ამბავზე გადავიდოდე, მინდა აღვნიშნო, რომ ზემოთ ნახსენები ჩახუტება/გამოთხოვების ამაღელვებელ სიტუაციაში, კვლავ ირემი ჩნდება და სიმშვიდე მოაქვს, ისევე, როგორც  წელიწადის დრონში. ირემი აქაც ლიანდაგზე იდგა…

ახლა კინგურ ამბავს მივუბრუნდეთ. პირველი ის არის, რომ “ჯოილენდზე” დადის ხმები, რომ საშინელებათა სახლის ატრაქციონში მოჩვენებაა იმ გარდაცვლილი გოგონასი, რომელსაც შეყვარებულმა იქვე გამოჭრა ყელი. მოჩვენება რამდენიმეს უნახავს მხოლოდ. დევინის მეგობარი მოგვიანებით “გამოძიებას” დაიწყებს და ამბის მსვლელობაც ნელ-ნელა მიგვიყვანს კვალზე… ხოლო მკვლელის ვინაობის გაგება თვალებს კიდევ უფრო ფართოდ გაგახელინებთ.

მეორე კინგური ამბავი ინვალიდი ბავშვის, მაიკის, ზებუნებრივ შესაძლებლობებზეა, რომელიც დევინს დაუმეგობრდება. ბავშვი ათი წლისაა, კუნთების დისტროფია სჭირს და იცის რომ მალე მოკვდება. მას თავის ასაკთან შედარებით ძალიან გახსნილი გონება აქვს. მეტს ხედავს, ვიდრე სხვები. მაიკის ხილვების წყალობით გადარჩება დევინიც…

ამბავი 70-იან წლებში ხდება, სწორედ მაშინ, მე რომ უნდა დავბადებულიყავი, მაგრამ დავაგვიანე, როგორც ყოველთვის… დევინი კარგ მუსიკას უსმენს და გამიხარდა , The Doors  რომ ყველაზე ხშირად. Riders on the storm და the end განსაკუთრებით… მოგვიანებით Pink Floyd-ის მოსმენასაც იწყებს, კერძოდ The dark side of the moon.

მოკლედ, წიგნის კითხვის დასრულებისთანავე ვწერ ხოლმე ამბებს, მაგრამ ახლა უკვე ხუთი დღე გავიდა. ემოციები შემომრჩა, მაგრამ ისე არა, როგორც წინა ამბის თხრობისას და ეტყობა კიდეც ნაწერს. ამავე წიგნში კინგი წერს, რომ გამეორება მეხსიერების ყველაზე საშიში მტერიაო… ასეც არის… აბა დროებით, “მიზერიმდე”!…

3 thoughts on “სტივენ კინგი “ჯოილენდი””

  1. ჩემი კინგი ^_^ რა კარგი ბლოგი ვიპოვე 😀 ❤ კინგს ისევე სცემ პატივს და გიყვარს როგორც მე :დ მაგრამ მე უფრო დიდ პოსტებს ვწერ, რომ ყველაფერი რასაც ვგრძნობდი ჩამეტია და მეთქვა ❤ ძაან მაგრად წერ ! ^_^

    1. ხოო, კინგი მიყვარს ძალიან. მგონი ერთადერთია რომლის წიგნს პირდაპირ ვიღებ და ვყიდულობ. ვიცი კარგი იქნება 😀 რაც შეეხება ბევრის წერას, არ მიყვარს, მოკლედ და გასაგებად 😀

დატოვე კომენტარი