ბიბლიოთეკა <3

პეპი დრაკონის ტატუთი

740full-rooney-maraერთხელ სტიგ ლარსონი და მისი ძველი კოლეგა საუბრობდნენ, თუ როგორი იქნებოდნენ საბავშვო ლიტერატურის გარკვეული პერსონაჟები რომ გაზრდილიყვნენ. სტიგ ლარსონს განსაკურთრებით მოეწონა გაზრდილი პეპი გრძელიწინდას იდეა. ლიზბეთ სალანდერის პერსონაჟის შექმნის ერთ-ერთი ინსპირაცია, სწორედ რომ ეს იყო.

 

პეპი გამოჩნდა 1945 წელს, 9 წლის გოგონა ცხოვრობდა სრულიად მარტო, ცხენით ტერასაზე და მხარზე მაიმუნით. პეპის ჟღალი თმა ჰქონდა, ისევე როგორც სალანდერს . ლიზბეთი თმას შავად იღებავს. ერთი შეხედვით დასკვნა არცერთზე არ უნდა გამოიტანო. პეპიც და სალანდერიც ძალიან ბევრ ყავას სვამს.

მსგავსებას ვპოულობთ მაშინაც, როდესაც ბლუმკვისტი იპოვის სალანდერის სამალავს – მის ბინას ფისკარგატანზე, სტოკჰოლმში. მისი ბინის კარის ძებნისას დაინახავს წარწერას “V. Kulla” და აცნობიერებს, რომ ეს ისაა, რასაც ეძებდა. შვედურ ორიგინალში, ბლუმკვისტი შუბლზე იტკიცავს ხელს და გაიღიმებს, იმიტომ, რომ “სადღა უნდა ეძებოს კალე ბლუმკვისტმა ლიზბეთ სალანდერი?” ნებისმიერი შვედი და სხვა დაკვირვებული მკითხველიც მიხვდება, რომ “V.Kulla” მიანიშნებს პეპის სახლზე Villa Villekula. ინგლისურ თარგმანში ასეა: “ but where else should Kalle Blomkvist nicknamed for an Astrid Lindgtens character, look for her than at Pippi Longstocking’s Villa Villekula?” მართალია, ლიზბეთის კარზე წაიკითხავთ წარწერას V.Kulla, მაგრამ ლიბეთს ეს არ ახსენებს მის ლიტერატურულ წინაპარს/ “დამიძახებს ვინმე პეპი გრძელიწინდას და ტუჩი დაუსივდება”, – ამბობს სალანდერი. 

ისევე როგორც პეპის, სალანდერსაც არ აქვს რაიმე ფორმალური განათლება მიღებული, არც საზოგადოებაში მოქცევის წესებზე სმენია რამე. ლარსონი პეპის მეგობრებს, ტომისა და ანიკას, ანაცვლებს და-ძმით, მიქაელითა და ანიკათი. რაც შეეხება ოჯახს, ლინდგრენის წიგნში პეპის დედა გარდაცვლილია, ხოლო მამა გემის კაპიტანია, მოგვიანებით – “ზანგების მეფე”. ლარსონთან სალანდერის დედა მენტალურად “შერყეულია”, მამა კი რუსი აგენტი, კრიმინალური ბანდის მეთაური ალექსანდრე ზალაჩენკოა.

სალანდერი შეიძლება ფიზიკურად ისეთი ძლიერი არაა როგორც პეპი, მაგრამ მას აქვს სხარტი მოძრაობები, მებრძოლი სული, იყენებს რა არატრადიციულ და გასაოცარ მეთოდებს, რომ დაამარცხოს მოწინააღმდეგე. მაგალითად, ერთ ეპიზოდში ნიდერმანს ფეხები იატაკზე დაუჭედა. ნიდერმანი ფიქრობდა, რომ ის სუპერძალისმქონე მონსტრი იყო. სალანდერი ნიდერმანს ახსენებს იმ დემონებს, რომლებისაც ბავშვობაში სიბნელეში ეშინოდა.

აღსანიშნავია, რომ შვედურ ორიგინალში ტრილოგიის პირველ ტომს ჰქვია “კაცები, რომლებსაც ქალები სძულთ”. შეიძლება ითქვას, რომ თითოეულ ტომს მიესადაგება ეს სათაური, რადგან ნაწარმოებში ყველა ქალი განიცდია რაიმე ტიპის დისკრიმინაციას. ქალთმოძულეებთან ბრძოლაში კი ხშირად ჩნდება სალანდერი. ისევე, როგორც პეპი, სალანდერი ბოლომდე იბრძვის უსამართლობის აღმოსაფხვრელად, ზოგჯერ სიცოცხლესაც კი სასწორზე დებს  მსხვერპლ ქალთა გადასარჩენად. პეპის სუპერძალა აქვს, შეუძლია ცხენი ასწიოს ჰაერში ხელებით (თუ მოუნდება), სალანდერს კი ნებისმიერ კომპიუტერში შეძრომა შეუძლია.

სალანდერის შექმნის ინსპირაციას სტიგ ლარსონს ასევე აძლევდა ძმისშვილი, ტერეზა. მეამბოხე თინეიჯერი, რომლესაც ხშირად ეცვა შავი ტანსაცმელი და ატარებდა მუქ მაკიაჟს. ტერეზა ხშირად ეუბნებოდა ლარსონს, რომ დრაკონის ტატუს დახატვა სურდა. ავტორი ხშირად ეკითხებოდა მას რომანის წერის პროცესში, მისი ცხოვრების შესახებ, ასევე როგორ მოიქცეოდა ამა თუ იმ სიტუაციაში. ტერეზამ უამბო ანორექსიასთან ბრძოლის შესახებ და ისიც, რომ კოკბოქსში ვარჯიშობდა. 

ლარსონის გარდაცვალების შემდეგ მისმა ბევრმა მეგობარმა თქვა, რომ ლიზბეთის პერსონაჟი შთაგონებული იყო ინციდენტითაც, რომელსაც ავტორი თინეიჯერობაში შეესწრო. სტიგის სამი მეგობარი აუპატიურებდა გოგონას, სახელად ლიზბეთს და მან არაფერი იღონა, რომ შეეჩერებინა ისინი. რამდენიმე დღის შემდეგ, დანაშაულის გრძნობით შეპყრობილი სტიგი პატიებას სთხოვდა ლიზბეთს, მაგრამ გოგონამ იუარა. ეს ინციდენტი წლების განმავლობაში მოსვენებას არ აძლევდა და ამან უბიძგა, შეექმნა პერსონაჟი იგივე სახელითა და ძალადობის შემთხვევით. 

სტიგ ლარსონი, ჟურნალისტი, გარდაიცვალა 2004 წელს, მანამ, სანამ მისი მილენიუმის ტრილოგიის პირველი წიგნი დღის სინათლეს იხილავდა. მაგრამ გადასცა რა თავისი ნაშრომი გამომცემელს, მან თქვა: “ჩემი მიზანი იყო დამემსგავსებინა პეპი გრძელიწინდა ზრდასრულისთვის. დაუძახებდნენ მას სოციოპათს, იმიტომ რომ ის საზოგადოებას სხვანაირად უყურებს და სოციალური კომპეტენცია არ გააჩნია?” 


დატოვე კომენტარი